ტრამპს მიაჩნია, რომ კორონავირუსი პერლ-ჰარბორის თავდასხმასა და 11 სექტემბრის ტერაქტზე უარესია
On.ge
აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ კორონავირუსმა ქვეყანას იმაზე მეტი ზიანი მიაყენა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს პერლ-ჰარბორზე თავდასხმამ და 11 სექტემბრის ტერაქტმა.
ოვალურ კაბინეტში სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა განაცხადა:
"ჩვენ ყველაზე დიდი თავდასხმა გადავიტანეთ, რომელიც ოდესმე ჩვენს ქვეყანაზე ყოფილა. ეს ყველაზე საშინელი თავდასხმაა, რომელიც გვქონია. ეს პერლ-ჰარბორზე და მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე უარესია. ამგვარი თავდასხმა არასდროს ყოფილა".
#news
#politics
https://on.ge/story/55700-%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9E%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9A-%E1%83%B0%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-11-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90