"ერთი საშინელი თვე უშენოდ"- შაქარაშვილის მეგობრის ემოციური პოსტი

Tbilisi Daily

"ერთი თვე გავიდა იმ დღიდან, როდესაც შენ დაგკარგეთ,"- ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი შაქარაშვილის მეგობარი წერს. "ერთი საშინელი თვე უშენოდ. ჩემი ვარსკვლავი ხარ, ის კაშკაშა ვარსკვლავი, რომელიც სულ მთვარესთანაა. მენატრები, მიყვარხარ,"- წერს ლიზი ქსოვრელი. შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. 10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში. ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებულიგანზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.