ტელევიზიაში გათავისუფლებების სერია გრძელდება

Batumi Daily

აჭარის ტელევიზიაში გათავისუფლებების სერია გრძელდება. ამჟამად სამსახურიდან შორენა ღლონტი გაათავისუფლეს. 24 თებერვლამდე ღლონტი საინფორმაციო სამსახურის უფროსი იყო, შემდეგ კი სამი თვის განმავლობაში ვებგვერდის კონსულტანტად მუშაობდა. ხელშეკრულებას ვადა ახლა გაუვიდა. ღლონტის საინფორმაციოს სამსახურის უფროსის პოზიციიდან გათავისუფლებამაც კითხვის ნიშნები გააჩინა. მისი გათავისუფლება მაშინ სარედაქციო პოლიტიკაში მორიგი ჩარევის მცდელობად შეფასდა. ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" შორენა ღლონტისა და სხვა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების გათავისუფლება ან თანამდებობის შეცვლა კრიტიკულად შეაფასა. რაც შეეხება მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს, 5 პირიდან მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის კვოტით არჩეულმა გია ქარცივაძემ გააკრიტიკა მაუწყებლის პრაქტიკა. ტელევიზია გათავისუფლება ცენზურა მაუწყებელი batumidaily