მარნეულის რაიონის სოფელ აღმამედლოსა და კასუმლოში დღეს დილიდან სატვირთო მანქანები შევიდნენ.

Marneuli Daily

22 აპრილს , სოფელ შულავერში საპროტესტო აქცია ჩატარდა . მოსახლეობა აპროსტებდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზებასთან დაკავშირებულ პრობლემებს. დღეს კი მარნეულის რაიონის სოფელ აღმამედლოსა და კასუმლოში დილიდან სატვირთო მანქანები შევიდნენ. ამჟამად ამ სოფლებში სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზების პროცესები მიმდინარეობს. პროდუქტების გატანის დროს, მოსახლეობა არღვევდა სოციალურ დისტსნციას. მხოლოდ პროცესის შემდგომ საათებში ადგილზე მოიტანეს პირბადები და ხალხს დაურიგეს. აღმამედლოში ამ წუთებში ხალხმრავლობაა, ფერმერები ცდილობენ, რომ სადისტრიბუციო კომპანიას საკუთარი სოფლის მეურნეობის პროდუქტები გაატანონ. პროდუქტების ჩაბარებისას მოსახლეობა არ იცავს სოციალურ დისტანციას.ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. #მარნეული #დისტანცია #დისტრიბუცია #marneulidaily