სიონის ტბაში კაცი ნავიდან გადავარდა და დაიხრჩო

Pirveliradio Ge

სიონის ტბაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მამაკაცი წყალში ნავიდან გადავარდა "შემოვიდა ინფორმაცია რომ სიონის ტბაზე ახალგაზრდა მამაკაცი ნავიდან ჩავარდა წყალში და გაუჩინარდა. ადგილზე გამოცხადდნენ მაშველები და მყვინთავთა ჯგუფი. ცხედარი წყლიდან უკვე ამოყვანილია" - აცხადებენ საგანგებოში. "მთავარი არხი"