სენაკში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში 32 წლის კაცი მამამ საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვა. ოჯახის ინფორმაციით ცხედარს კისრის არეში აქვს ჭრილობები. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდეს გამოძიების მიმდინარეობისას. სხვა დეტალები უცნობია. https://www.radiotavisupleba.ge/a/31038535.html #ახალი_ამბები #twitter