კორონავირუსით ინფიცირებული პირი საკარანტინო სივრციდან გაიპარა

Tbilisi Daily

ახალ ზელანდიაში კარანტინში მყოფი 32 წლის კოვიდინფიცირებული სასტუმროდან გაიპარა და მაღაზიებში ნივთების საყიდლად წავიდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის მამაკაცმა ქუჩაში 70 წუთი გაატარა და ერთ-ერთი მაღაზიის წინ სელფიც გადაიღო. მამაკაცი ახალ ზელანდიაში ინდოეთიდან ჩავიდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, მას საკარანტინო წესების დარღვევისთვის ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრება.