რატომ არ შემოუშვეს გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის დედა საქართველოში?

Kutaisi Daily

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის ოჯახის წევრები საქართველოს ხელისუფლებას და თურქეთში საქართველოს საელჩოს დახმარებას სთხოვენ. გარდაცვლილის და თინათინ აბჟანდაძე ამბობს, რომ შვილის დაკრძალვისთვის საბერძნეთიდან საქართველოსკრნ მომავალი დედა თურქეთ-საქართველოს საზღვარზე არ გადმოატარეს და უკან საბერძნეთში მიაბრუნეს. მისი თქმით, დედას პასპორტს ვადა აქვს გასული. ოჯახი დახმარებას ითხოვს, რათა დედამ შვილის უკანასკნელ გზაზე გაცილება შეძლოს. შეგახსენებთ, რომ 11 წლის მოზარდი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი 23 აგვისტოს იპოვეს. შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით პოლიციამ მოზარდის მამა დააკავა. ოჯახის წევრების თქმით, მამა შვილზე სისტემატურად ძალადობდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #სიახლე #მკვლელობა #თვითმკვლელობა #თერჯოლა #kutaisidaily წყარო - topnews.ge #ახალიამბები