“სულიწმიდას დისტანციის გადალახვა არ უჭირს... ქრისტეს ეკლესიის ფორმატი არ დაუარსებია, ეკლესია დაარსა”

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=139830 სულიწმიდას დისტანციის გადალახვა არ უჭირს... ქრისტეს ეკლესიის ფორმატი არ დაუარსებია, ეკლესია დაარსა - წერს სოციალურ ქსელში, "ტაბულას" ჟურნალისტი და რელიგიის მიმომხილველი ლევან სუთიძე. “ონლაინწირვებს სასაცილოდ რატომ ხდით, რა მნიშვნელობა აქვს, წირვას მოისმენ ტაძარში, ტაძრის ეზოში, ხმის გამაძლიერებლებით თუ სახლიდან - სულიწმიდას დისტანციის გადალახვა არ უჭირს. არ არსებობს "მუნ ყოფნის" დადგენილი რადიუსები. ჩართულობის ხარისხია მთავარი. პატრიარქი რომ ახალ წელს ტელევიზორიდან მოგვიწოდებს ხოლმე ადგომისკენ და ჯვარს გვსახავს, ამისთვის არ დაგიცინიათ და ვითომ ონლაინწირვა რატომ არის დასაცინი? თან, იმ დროს როცა ფეხზე წამოდგომით იღებთ დალოცვას - პატრიარქი უკვე ზის, იმიტომ, რომ ჩანაწერი გვლოცავს. წირვაზე პრაქტიკული დანიშნულება მხოლოდ ზიარებასთან მიახლებას აქვს და მაგის უზრუნველყოფაც შეიძლება შინ. საკრებულო და სამრევლო უწინ ვერ ინარჩუნებდა დისტანციით კავშირს. დღეს ეს ერთობა და შეკრებაც შესაძლებელია. ქრისტეს ეკლესიის ფორმატი არ დაუარსებია, ეკლესია დაარსა.” - წერს სუთიძე.