საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების და გამოჯანმრთელების 7-7 ახალი შემთხვევაა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1213-მდე გაიზარდა. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 7 აგვისტოს, დილით განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 7 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 994. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 17 ადამიანი. 7 აგვისტოს დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 6680 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 333. https://www.radiotavisupleba.ge/a/30770899.html #ახალი_ამბები #twitter