ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ ბელარუსის მაღალი რანგის ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებაზე

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბერლინში შეხვედრაზე მიაღწიეს შეთანხმებას სანქციები დაუწესონ 20-მდე მაღალი რანგის ბელარუს ოფიციალურ პირს, რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ  არჩევნების გაყალბებაში იყვნენ ჩართული და მონაწილეობდნენ 9 აგვისტოს სადავო არჩევნების შემდგომი საპროტესტო გამოსვლების სასტიკ ჩახშობაში. მინისტრებმა არ გამორიცხეს, რომ სანქციები შეეხოს ასევე პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას, თუ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევა არ შეწყდა.   ეუთო, თავის შეხვედრაზე ვენაში, 28 აგვისტოს, გამოვიდა წინადადებით, შუამავლობა გასწიოს ლუკაშენკას მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის. ოპოზიცია თვლის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში გაყალბდა ლუკაშენკას სასარგებლოდ.   28 აგვიტოს აშშ-ის, ევროკავშირის და შვეიცარიის, მათთან ერთად კი ბრიტანეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც სოლიდარობას უცხადებენ ბელარუსის ხალხს და მათ გადაწყვეტილებას, მოხდეს დემოკრატიული ცვლილებები.  ბელარუსში სამი კვირაა მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები კენჭისყრის შემდეგ, რომლის ოფიციალური შედეგებით ლუკაშენკამ გაიმარჯვა დიდი უპირატესობით. შაბათ-კვირისთვის ქვეყანაში დაგეგმილია საპროტესტო დემონსტრაციები.    https://www.radiotavisupleba.ge/a/30810046.html #ახალი_ამბები #twitter