ახალქალაქში ენზელ მკოიანის ძმის მანქანა ააფეთქეს. დეპუტატი თავდასხმას არჩევნებს უკავშირებს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ახალქალაქში, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმის მანქანა ააფეთქეს. მკოიანი აცხადებს, რომ ავტომობილით ბოლო პერიოდში თავად მგზავრობდა. ის თავდასხმას არჩევნების მოახლოებას უკავშირებს.  21 აგვისტოს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მერსედესის მარკის მანქანა ააფეთქეს. დეპუტატ მკოიანის ცნობით, აფეთქებამ მისი ძმის, მარდუნ მკოიანის სმენა დააზიანა ნაწილობრივ. მკოიანი ამბობს, რომ აფეთქება ისეთი ძლიერი იყო, მისი ხმა 3 კილომეტრის მანძილზე, მათ შორის, ქალაქის ცენტრში ისმოდა.  მასალა ახლდება.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30796046.html #ახალი_ამბები #twitter