ჯო ბაიდენის დღის წესრიგი ჩინეთშია დამზადებული, ჩემი კი აშშ-ში - ტრამპი
Pirveliradio Ge
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ქვეყანას ჩინეთი დაეპატრონება. ამის შესახებ მან რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჯო ბაიდენის დღის წესრიგი ჩინეთშია დამზადებული, ჩემი კი – აშშ-ში“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი სამიგრაციო დღის წესრიგის გამოც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ არჩევნებში ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ში მიგრანტების დიდი ნაკადი შემოვა.
დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა აშშ-ის საპროტესტო გამოსვლებსა და არეულობებზე. მან კანონისა და წესრიგის დამყარების პირობა დადო.
„თუ დემოკრატიულ პარტიას სურს, იდგეს ანარქისტების, აგიტატორების, არეულობის მონაწილეების, მაროდიორების, დროშებისთვის ცეცხლი წამკიდებლების გვერდით, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა მე, როგორც თქვენი პრეზიდენტი, არასდროს ვიქნები ამის ნაწილი“, – აღნიშნა ტრამპმა.