სასულიერო პირებს ვინც დეკანოზი მამალაძე მოინახულა მღვდელმსახურება შეუჩერდათ?

Tbilisi Daily

ე.წ ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის, ძმა თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ საპატრიარქო სასულიერო პირებს მღვდელმსახურება შეუჩერა მათ, ვინც მისი ძმა ციხეში მოინახულა. კომენტარი მან "პრაიმტაიმს" მისცა.   მისივე თქმით, საპატრიარქომ ორივე მღვდელმსახურს, რომელებიც ციხეში დეკანოზის მოსანახულებლად და საზიარებლად შედიოდნენ მღვდელმსახურება შეუჩერა.   ერთ-ერთი მათგანის ანდრია სარიაა, რომელსაც მღვდელმსახურება პირადად პატრიარქის გადაწყვეტილებით შეუჩერდა. თორნიკე მამალაძის თქმით, იგივე ზომები გატარდა კიდევ ერთი სასულიერო პირის მიმართ, საუბარია – მამა ათენოგენზე.   „სასულიერო პირებს, რომლებსაც ჩვეულებრივად შეუძლიათ შესვლა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საპატრიარქო არ აძლევს საშვს, ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც ამბობენ, რომ დეკანოზ მამალაძის სანახავად შედიან. არა ერთი ფაქტი მოხდა ასეთი.   თითოეული სასულიერო პირი, რომლებიც შედიოდნენ და ნუგეშს სცემდნენ, ყოველი მათგანი დასაჯეს და მღვდელმსახურება აუკრძალეს, ეს არის მამა ანდრია და მამა ათენოგენი.   იგივეს ცდილობს ახლაც საპატრიარქო, რომ არც ერთი სასულიერო პირი არ შევიდეს ჩემს ძმასთან, რადგანაც მათ გადაწყვეტილი აქვთ, რომ ჩემი ძმა საგულდაგულოდ დასაჯონ, დასაჯონ რადგანაც მაგალითი იყოს იმისა, რომ საპატრიარქოს შავბნელ საქმეებზე სხვა სასულიერო პირმა როგორც ჩემმა ძმამ თავის დროზე ხმა აიმაღლონ.   მთავარი მიზეზი, რის გამოც მათ მღვდელმსახურება შეუჩერეს არის ის, რომ ნუგეშს სცემდნენ და აზირებდნენ. მაგრამ  როდესაც საპატრიარქომ შეუჩერა, მიზეზი სხვა ჰქონდათ – პატრიარქს არ იხსენიებდნენო“, – აცხადებს თორნიკე მამალაძე.    რაც შეეხება გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც თორნიკე მამალაძე ამბობს, დეკანოზი კვლავ პარალიზებულია და წოლით რეჟიმში განაგრძობს უკანონო პატიმრობის მოხდას. ამ საკითხზე კომენტარი საპატრიარქოში მოგვაინებით გაკეთდება. #ახალიამბები