ზუგდიდელი მოჭადრაკის წარმატება.

Zugdidi Daily

საჭადრაკო აკადემია “აბინემის” (ქალაქი აჰმადაბადი, ინდოეთი) მიერ ონლაინ პლატფორმაზე გამართული ტურნირი დასრულდა. ტურნირში მონაწილეობდნენ ზუგდიდის საჭადრაკო სკოლა “ნონას” მოსწავლეები. ონლაინ პლატფორმაზე გამართულ ტურნირში სანდრო მაქაცარიამ გაიმარჯვა. მან პირველი ადგილი ქულათა მაქსიმუმით - 6 ქულით დაიკავა. მეორე ადგილზე 5 ქულით ნიკა კემულარია გავიდა, მესამე ადგილის მფლობელი კი ინდოელი მოჭადრაკე, რავალ აატმანმა გახდა, ის მესამე ადგილზე 4,5 ქულით გავიდა. ტურნირში 11 წლამდე ასაკის 18 მოჭადრაკე მონაწილეობდა. თითო სკოლიდან 9-9 მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას. შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 6 ტურად გაიმართა კლასიკურ ჭადრაკში, შემდეგი დროის რეგლამენტით: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. #ზუგდიდი #ჭადრაკი #ინდოეთი #ონლაინტურნირი #მოჭადრაკეები #შევიცარია #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com