რეპორტიორები უსაზღვრებოდ უტევს საქართველოს მმართველ პარტიას არჩევნების წინ მედიის შეზღუდვის გამო
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ორგანიზაციამ რეპორტიორები უსაზღვრებოდ (RSF) დაგმო საქართველოს პარლამენტის ქმედება, როგორც ჯგუფი უწოდებს, „მედიის თავისუფლების შეზღუდვის“ ზომებისთვის საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხ თვეზე ნაკლების წინ.
17 ივლისის განცხადებაში მედიის მაკონტროლებელი ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს, რომელსაც უძღვება მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, ბრალად სდებს მცდელობაში, „გააკონტროლოს რადიო- და ტელეარხები“ დეზინფორმაციასთან ბრძოლის მომიზეზებით.
„რეპორტიორები უსაზღვრებოდ გმობს მედიის დამოუკიდებლობასა და პლურალიზმზე თავდასხმას“, აცხადებს პარიზში დაფუძნებული ორგანიზაცია.
არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დეზინფორმაციასთან ბრძოლის მომიზეზებით საქართველოში ოპოზიციური მედიისთვის ზეწოლის ატმოსფერო შეიქმნა და ეს მედიასაშუალებები სულ უფრო მკაცრი საკანონმდებლო და იურიდიული ზეწოლის ქვეშ ექცევიან, რაც მათ სარედაქციო გადაწყვეტილებების მიღებას უქმნის საფრთხეს, აცხადებს რეპორტიორები უსაზღვრებოდ.
პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, რომელსაც რეპორტიორები უსაზღვრებოდ აქვეყნებს ხოლმე, საქართველო 180 ქვეყნის სიაში მე-60 ადგილზეა.
ქართულ ოცნება, რომელსაც ხელმძღვანელობს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, თუმცა არჩევნებში მას ნახევარზე ოდნავ ნაკლები ამომრჩეველი მიემხრო, ფლობს საპარლამენტო მანდატების სამ მეოთხედს, რადგან ამის შესაძლებლობას იძლეოდა საარჩევნო კანონი, რომელიც, როგორც ოპოზიციური პარტიები თვლიდნენ, უსამართლოდ ანიჭებდა უპირატესობას მმართველ პარტას.
რეპორტიორები უსაზღვრებოდ იტყობინება, რომ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების შესახებ კანონი შესწორებები, რომელიც 17 ივლისს მიიღეს, „აჩვენებს სურვილს გააკონტროლონ რადიო და ტელეარხები, იძლევა რა ნებართვას, აუდიოვიზუალურ სექტორში კომპანიის ხელმძღვანელად დაინიშნოს „საგანგებო მენეჯერი“.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30734652.html
#ახალი_ამბები
#twitter