გაერო-ს გენერალური მდივანი - პანდემია არის გამოცდა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის

Tbilisi Daily

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ პანდემიასთან ბრძოლაში მსოფლიო თანამეგობრობა არასათანადოდ მოქმედებს და გლობალური თანამშრომლობა არასაკმარისია. „პანდემია არის გამოცდა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. ეს გამოცდა ჩვენ ვერ გავიარეთ“, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა. მისივე თქმით, მსოფლიომ პანდემიის დროს ვერ გამოიჩინა სოლიდარობა და ერთიანობა, რის გამოც, „ვირუსი კონტროლს აღარ ექვემდებარება“.