300-ლარიანი დახმარებისთვის ონლაინრეგისტრაცია მხოლოდ Internet Explorer-ით შეიძლება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ახალი მომხმარებლისთვის, ვინც ამ დრომდე არ იყო რეგიტსრირებული შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, ბაზაში დამატება დისტანციურად მხოლოდ Internet Explorer-ით შეიძლება. ინფორმაცია თავად შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა. როგორც უწყება განმარტავს რეგისტრაცია ვიდეოთვალის დახმარებით მხოლოდ 09:00 საათიდან 18:00 საათამდეა შესაძლებელი. 300-ლარიან დახმარებას ყველა თვითდასაქმებული ვერ მიიღებს. დახმარების მისაღებად აუცილებელია თვითდასაქმებული რეგისტრირებული იყო შემოსავლების სამსახურის ბაზაში (ინდ. მეწარმედ) ან მისი სამუშაო ადგილიდან წარადგინონ ინფორმაცია თვითდასაქმებულის შესახებ. გამოდის, რომ კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღისგან განსხვავებით, დახმარებას ვერ მიიღებენ სახელმწიფო ბაზაში დაურეგისტრირებელი რეპეტიტორები, გარემოვაჭრეები, მეყვავილეები, ბინის გაქირავებითა თუ სხვა ბიზნესით დაკავებული პირები. ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ უმუშევრად დარჩენილი ყველა თვითდასაქმებული დახმარებას ვერ მიიღებს.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30993577.html #ახალი_ამბები #twitter #covid19_-_ახალი_ამბები