პეკინში კორონავირუსის ისევ გავრცელების გამო, ათ უბანში კარანტინი გამოაცხადეს
Headline
ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 49 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 36 პეკინში გამოვლინდა.
როგორც ხელისუფლება ამბობს, ვირუსი თავდაპირველად პეკინის ერთ-ერთ სასურსათო ბაზარში დაფიქსირდა, საიდანაც ქალაქის რამდენიმე უბანში სწრაფად გავრცელდა. ამის გამო ქვეყნის ჯანდაცვისა და ჰიგიენის კომიტეტმა სასურსათო ბაზარი დახურა და თანამშრომლების ტესტირება დაიწყო.
ამასთან, ჩინეთში დღეს ორი იმპორტირებული შემთხვევაც დაფიქსირდა. სამი ინფიცირებული გამოვლინდა ჰუბაის პროვინციაშიც. საერთო ჯამში დღეს ჩინეთში 177 ინფიცირებულია.
წყატო - The Guardian
#პეკინი #ჩინეთი #კორონავირუსი #კოვიდ19