ეროვნული ბანკი ხვალ კიდევ 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ეროვნული ბანკი ხვალ, 23 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე კიდევ 40 მილიონ ამერიკულ დოლარს გაყიდის. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ამავე ოდენობის თანხა, 40 მილიონი ამერიკული დოლარი, ეროვნულმა ბანკმა 16 სექტემბერსაც გაყიდა, რის შემდეგაც საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1546 ლარი შეადგინა.
სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, ჯამში, სულ 409 650 000 დოლარი გაყიდა. 23 სექტემბერს სებ-ის მხრიდან მე-14 სავალუტო ინტერვენცია იგეგმება.
22 სექტემბერს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 3.2295 ლარს შეადგენს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30851879.html
#ახალი_ამბები
#twitter