კაცმა ცეცხლმოკიდებული მანქანიდან პოლიციელი გადმოიყვანა
Tbilisi Daily
პენსილვანიაში კაცმა ცეცხლმოკიდებული მანქანიდან პოლიციელი გადმოიყვანა, რითაც ის სიკვდილს გადაარჩინა, - ამის შესახებ ინფორმაციას UniLad ავრცელებს.
მანამდე 31 წლის მაკლი დეილანი 2016 წელს უმიზეზოდ დააპატიმრეს. მიზეზი ერთ-ერთ ბარში მომხდარი ინციდენტი გახდა, სადაც ის დის წამოსაყვანად მივიდა. ბარში ჩხუბი მოხდა და მან დაპირისპირების დროს შეიარაღებული კაცის განიარაღება მოახერხა, იარაღი გადააგდო, თუმცა პოლიციამ მას სროლა დაუწყო. დეილანი იძულებული იყო, რომ გადარჩენის მიზნით გაქცეულიყო. მოგვიანებით ის დააპატიმრეს და ციხეში უმიზეზოდ 1 წელი გაატარა.
მიუხედავად პოლიციის მხრიდან უსამართლო საქციელისა, კაცმა პოლიციელის გამო საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო.
„არ ვიცი, რა დამემართა, თუმცა გავაღე კარი და პოლიციელი გზის გადაღმა უსაფრთხო ადგილას გადავიყვანე“, - აღნიშნა მაკლიმ.