მსოფლიოში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 7 მილიონს გადააჭარბა

Headline

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 7 ივნისს, ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა. მათგან 402 730 გარდაცვლილია. კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია. ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწია ხოლო ვირუსით 110 500-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მეორე ადგილზე ბრაზილიაა, სადაც ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 691 500-ს აჭარბებს, ხოლო გარდაცვლილების - 36 400-ს. მესამე რუსეთია, სადაც ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 467 000-ზე მეტი ადამიანი და 5800-ზე მეტი გარდაიცვალა. #კორონავირუსი #კოვიდ19 #კორონა #ჰედლაინი