უკრაინელი გენერალი მოსკოვთან „საცეცხლე პარიტეტს“ ითხოვს საბრძოლო მოქმედებების საკვანძო ქალაქის დატოვების ფონზე
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
უკრაინის უმაღლესი რანგის გენერალმა თავის ამერიკელ კოლეგას განუცხადა, რომ თავისი ქვეყანა დაუყოვნებლივ საჭიროებს „საცეცხლე პარიტეტს“ მოსკოვთან, რათა ვითარების „სტაბილიზება“ მოახერხოს ლუგანსკის ოლქში, სადაც რუსეთის საარტილერიო უპირატესობის გამო უკრაინის ჯარი გავიდა საკვანძო ქალაქ სევეროდონეცკიდან.
„განვიხილეთ ოპერატიული ვითარება და საერთაშორისო ტექნიკური დახმარების მიწოდების ნაკადი“, ინტერნეტით გაავრცელა ცნობა გენერალმა, ვალერი ზარუჟნიმ, 24 ივნისს აშშ-ის შტაბების გაერთიანებული კომიტეტის მეთაურთან, მარკ მალისთან საუბრის შემდეგ.
კიევმა მილიარდობით დოლარის დახმარება მიიღო 24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის შემდეგ. უკრაინის ლიდერები აცხადებენ, რომ ბევრად მეტი დახმარებაა საჭირო, რადგან რუსეთი იერიშზეა გადმოსული და ცდილობს ალყა შემოარტყას ლუგანკსის ოლქში წინააღმდეგობის ბოლო კერას.
24 ივნისს უკრაინის არმიის ნაწილებმა უკან დაიხიეს სევეროდონეცკიდან, სადაც ბოლო კვირებში ცხარე ბრძოლები მიმდინარეობდა და ქალაქი ნანგრევებად იქცა. უკრაინა ქალაქის დატოვებას მიიჩნევს ახალ პოზიციებზე გადაჯგუფების შესაძლებლობას დანაკარგების შემცირების მიზნით, მაშინ, როცა რუსეთი ამ მოვლენას მნიშვნელოვან გამარჯვებად თვლის.
სევეროდონეცკის დაცემის შემდეგ, სადაც ასობით მოქალაქეა ქიმიურ ქარხანაში ალყაში მოქცეული, ლისიჩანსკი გახდება ლუგანსკის ბოლო მსხვილი ქალაქი, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს.
24 ივნისს, გირსკოე, ლისიჩინსკიდან 35 კილომეტრში მდებარე საკვანძო რაიონი, „მთლიანად“ იქონა ოკუპირებული რუსეთის ჯარის მიერ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31914720.html
Source: radiotavisupleba.ge