დაწესებული შეზღუდვები სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან

Tbilisi Daily

საგანგებო მდგომარეობისას დაწესებული შეზღდვები სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან, ამის შესახებ იურისტმა ქეთი კრაწაშვილმა განაცხადა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მთავრობის ინტერესებს იცავს.  სარჩელს "გირჩი მთავრობის წინააღმდეგ", სადაც მოსარჩელე ითხოვს განისაზღვროს რამდენად კონსტიტუციურია საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედი ე. წ კომენდანტის საათი - პირველი კოლეგია განიხილავს. "მთავრობა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტი სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან. განხორციელებული ჩარევა ადამიანის უფლებებში იყო აუცილებელი. ამ შემთხვევაში საუბარია ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვაზე, შესაბამისად სამუშაო დროსთან კავშირში არ არის. გარდა ამისა მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა აუცილებელი საჭიროება, რომელიც ამ პერიოდში შეიძლება წარმოშობილიყო დადებითად იყო გადაწყვეტილი. არავის არ შექმნია ისეთი პრობლემა რომელიც ამ საათებში გადაადგილების შეზღუდვის გამო მათთვის განსაკუთრებულად პრობლემური ყოფილიყო. იყო ინდივიდუალური მოდგომაც"- განაცხადა ქეთევან კრაწაშვილმა. მოსარჩელე კი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა კონსტიტუციის დარღვევაა. "გირჩის" წარმომადგენელი ლევან ჯგერენაია აცხადებს, რომ პანდემიაზე მეტი ზიანი ადამიანს შესაძლოა მთავრობის დაწესებულმა შეზღუდვებმა მიაყენოს. #news #კომენდანტისსაათი #საკონკსტიტუციოსარჩელი #გირჩი #მთავრობა #TbilisiDaily #DailyNews