გორგასალის მოედნიდან 300 არაგველის ხიდამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
Tbilisi Daily
თბილისის მერია კრწანისის რაიონში, გორგასალის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, პეტრე ბაგრატიონის ძეგლიდან გულიას ქუჩის მიმართულებით, 300 არაგველის ხიდამდე გზის რეაბილიტაცია ჩატარდება და ასფალტის საფარი დაიგება.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთში, მიმდინარე წლის 5 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.