ბექა დავითულიანი - ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ მთავრობის მეთაური იქნება გიორგი გახარია

Tbilisi Daily

ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ მთავრობის მეთაური იქნება გიორგი გახარია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა ბექა დავითულიანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კითხვაზე, დაიწყო თუ არა მმართველმა გუნდმა ფიქრი მთავრობის ფორმირებაზე? დავითულიანმა განაცხადა: „ჯერჯერობით მეორე ტური გვაქვს წინ. ამას დავასრულებთ და მთავრობის ფორმირების საკითხი დადგება მომავალში. ცალსახად ნათქვამი გვაქვს, რომ მთავრობის მეთაური იქნება გიორგი გახარია. შესაბამისად, მეორე ტურის მერე ვისაუბრებთ მთავრობის ფორმირებაზე",- განაცხადა დავითულიანმა. შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში“ თეა წულუკიანის შესაძლო გაპრემიერების საკითხი იხილება. როგორც “ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, წულუკიანის კანდიდატურა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე განიხილებოდა, თუმცა ასევე საუბარია მის პრემიერ-მინისტრად წარდგენაზე. წულუკიანთან მიმართებაში იხილება მისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის შეთავაზების საკითხიც. წულუკიანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა როგორც „ქართულ ოცნებაში“ კულუარულად აცხადებენ, „საკითხი - წულუკიანი დარჩება პარლამენტში თუ გადავა მთავრობაში, 50/50-ზეა“