შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირისთვის ბრალის წაყენების პროცედურა დაიწყო

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირისთვის ბრალის წაყენების პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას პროკურატურაში განუცხადეს. უწყებაში აცხადებენ, რომ პროცედურა დილიდან დაიწყო და ჯერ არ დასრულებულა. ბრალის წაყენების შემდეგ საგამოძიებო უწყება სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მიმართავს. შაქარაშვილის საქმეზე 17 პირი გუშინ, 26 ივნისს დილით დააკავეს. მათ სხვადასხვა მუხლებით აქვთ ბრალი წაყენებული. შსს-ს ვერსია 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 დაკავებულს შორის გამოკვეთილია შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში მონაწილე 19 წლის გიორგი შაქარაშვილი, რომელიც მცხეთაში, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, 19 ივნისს გაუჩინარდა. 4 დღის შემდეგ მაშველებმა მისი ცხედარი მდინარე არაგვში აღმოაჩინეს. https://www.radiotavisupleba.ge/a/30693569.html #ახალი_ამბები #twitter