კელი დეგნანი: აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ პროცესებს და არა რომელიმე პარტიას
Tbilisi Daily
„ქართველებმა აირჩიეს შერეულ სისტემაზე გადასვლა, რადგან სურთ, რომ პარლამენტი უფრო მრავალფეროვანი იყოს“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში 9 პარტია იქნა არჩეული და არა ერთი.
„რომ ყოფილიყო სრულად პროპორციული არჩევნები, დიდი ალბათობით, ბარიერს მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გადალახავდა, ამის ნაცვლად ვნახეთ რომ 9 პარტია იქნა არჩეული, რაც პოზიტიური ნიშანია.
ეს პატარა პარტიებს დროს აძლევს მხარდაჭერის მოსაპოვებლად. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ოპოზიციამ 60 მანდატი მიიღო და შესაძლოა, მეტიც მიეღოთ მეორე ტურში, რომ მიეღოთ მონაწილეობა.
აშშ მხარს უჭერს დემოკრატიულ პროცესებს და არა რომელიმე პარტიას“, - დასძინა კელი დეგნანმა გადაცემა "დროების" ეთერში საუბრისას.