ცათამბჯენები - წარსულის არქიტექტურა?

Tbilisi Daily

COVID-19 მსოფლიოში არქიტექტურის სტილსაც შეცვლის. ცათამბჯენები კი შესაძლოა წარსულის ჩაბარდეს. მთელს მსოფლიოში, დიდ თუ პატარა ქალაქებში ადამიიანები გლობალური პანდემიის პირობებში დისტანციურად, ოფისებიდან შორს, სახლებიდან მუშაობენ. მაგალითად ნიუ იორკის ბიზნეს ცენტრი, დიდი საოფისე შენობები და ცათამბჯენები დაცარიელდა. ახლა, როცა საქმე დისტანციურადაა საკეთებელი, ბევრი დაფიქრდა, რატომ უნდა ხარჯოს ფული უძვირეს სივრცეში. ამაზე, Barclays-ს გენერალური დირექტორიც საუბრობს. "სად უნდა განვთავსდეთ, ამაზე ჩვენი სტრატეგია შეიცვლება. შესაძლოა 7 ათასი ადამიანის ერთ სივრცეში განთავსების იდეა წარსულში დავტოვოთ”, - განაცხადა მან BBC-ს ეთერში საუბრისას. დისტანციური მუშაობა და ასეთი ოფისებზე უარის თქმა შესაბამის ბიზნესს სერიოზულად აზარალებს. რადგან, ჰორიზონტზე ბიზნესცენტრებში შენობების ხელახალი გადანაწილების ხანგრძლივი პროცესი ჩანს. #news # #design #ცათამბჯენი #არქოტექტურა #კორონავირუსი New York #dailynews #tbilisidaily