ბათუმელების ინფორმაციით, ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ მათ ჟურნალისტს აგინა

Pirveliradio Ge

“ბათუმელებმა” გუშინ 12 ოქტომბერს გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელშიც ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე, “ბათუმელების” ჟურნალისტს აგინებს. ჩანაწერი, რომელშიც ჯუმბერ ვარდმანიძემ „ბათუმელების“ ჟურნალისტს აგინა, სწორედ მაშინაა ჩაწერილი, როცა გამოცემა მერს წინასაარჩევნო შეხვედრებზე სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილებასთან დაკავშირებით ინტერვიუსთვის დაუკავშირდა. ხელვაჩაურის მერის გაღიზიანება მოჰყვა შეკითხვას, რატომ გადაადგილდებოდა ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში მერიის ანუ სახელმწიფოს ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს. კითხვის მოსმენის შემდეგ ჯუმბერ ვარდმანიძე გაღიზიანდა და ჟურნალისტი სიტყვიერად შეურაცხყო. ჟურნალისტის შენიშვნის შემდეგ, რომ მას, როგორც არჩეულ მერს, შევახსენეთ, არ აქვს უფლება მოქალაქეებს და ჟურნალიტებს ასე ესაუბროს, მერი კიდევ უფრო აგრესიული გახდა და უცენზურო გინებაზე გადავიდა.