„იუვენტუსის“ ფეხბურთელის მამა ავარიაში მოყვა

Tbilisi Daily

შვედი ფეხბურთელის მშობელი გუნდის ბაზისკენ მიემართებოდა, სადაც დეიანი იზოლაციაში იყო და სახლში უნდა წამოეყვანა, თუმცა საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ერთ-ერთ ბოძს დაეჯახა, თუმცა საბედნიეროდ ის უვნებლად გადარჩა. კულუსევსკის მამა საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და სულ მალე სახლში გაწერენ. კულუსევსკი „იუვენტუსში“ გასულ ზაფხულს გადავიდა და სამ შეხვედრაში ერთი ბურთის გატანა მოასწრო.