კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა აჭარაში
Tbilisi Daily
აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 27 წლის მამაკაცს ყაზახეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, - იგი თურქეთის გავლით საქართველოში დაბრუნდა. რაც შეეხება ქალს, იგი აჭარაში ერთ-ერთი კლინიკის სანიტარია. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რისკ-ჯგუფების გეგმიური შემოწმებისას სანიტარს ვირუსი დაუდასტურდა.
ორივე ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
საერთო ჯამში, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 5 ადამიანი მკურნალობს.