ბრიტანეთში COVID19-ის მე-2 ტალღა უფრო ლეტალური იქნება?

Tbilisi Daily

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსის მერე ტალღასთან დაკავშირებით შემაშფოთებელ პროგნოზებს აკეთებს და გამოსავლად უმკაცრეს კარანტინსა და ჩაკეტვაში ხედვას. ბორის ჯონსონი დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლას გეგმავს. "ჩვენი მეცნიერების მიერ შემოთავაზებული მოდელები აჩვენებს, რომ თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, ზამთარში დავინახავთ, რომ სიკვდილიანობა, პანდემიის პირველ ტალღასთან შედარებით, ორჯერ, ან მეტჯერ შეიძლება გაიზარდოს", - განაცხადა ჯონსონმა. პრემიერ-მინისტრი საყოველთაო კარანტინის მომხრეა. საკითხის პარლამენტში დამტკიცების შემდეგ, გლობალური შეზღუდვა დიდ ბრიტანეთში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 5 ნოემბრის დილიდან დაიწყება. დაიკეტება ბარ-რესტორნები, თმის შეჭრისა და ჰიგიენის სალონები, სატრენაჟორო დარბაზები, მეორეხარისხოვანი საწარმოები. დაწესებულებები იმუშავებს დისტანციურად. მოსახლეობას მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, საკვები პროდუქტების, წამლებისა და პირველადი საჭიროების ნივთების შესაძენად მიეცემა გარეთ გასვლის ნება. სკოლები, საბავშვო ბაღები და უნივერსიტეტები იმუშავებს. კარანტინი 2 დეკემბრამდე გამოცხადდება, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა 2 დეკემბრის შემდეგაც გახანგრძლივდეს