პარტია „მოქალაქეები" დატოვა გენრი დოლიძემ
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
„მოქალაქეების" რიგები დატოვა მწერალმა და დრამატურგმა გენრი დოლიძემ. ის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიული სიის მე-4 ნომერი და ბათუმში „მოქალაქეების" მაჟორიტარი კანდიდატი იყო.
პარტიის დატოვების მიზეზების შესახებ გენრი დოლიძე „ფეისბუკზე" წერს: „ხანგრძლივი ფიქრის და განსჯის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია „მოქალაქეები", ოჯახი, რომლის მშენებლობაშიც სული და გული ჩავდე ჩემს მეგობრებთან ერთად.
ახლა, როგორც ამ გუნდის ყოფილ წევრს, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ალეკოს და ლევანის უანგარობასა და პატრიოტიზმში არასოდეს შემპარვია ეჭვი. პირიქით, ბევრი რამ შიგნიდან მაქვს ნანახი და ვიცი, რომ ეს ადამიანები თავისი გადასახედიდან შეგნებულად წავიდნენ მსხვერპლზე იმიტომ რომ ასე სწამთ!..
მე, უბრალოდ, სხვანაირად ვხედავ საერთო მიზნისკენ სავალ გზას.
ერთი წამითაც არ ვნანობ რომ გამოვედი კომფორტის ზონიდან და "ბინძურ საქმეში" ჩავდექი ქვეყნის სარეველა ბალახების გასაწმენდად.
ვაგრძელებ ბრძოლას სხვა ფლანგიდან, ვუბრუნდები სამოქალაქო აქტივიზმს არანაკლები შემართებით, რწმენით, მობილიზებით! წარმატებები ჩემს, აწ უკვე ყოფილ პარტიას, და მადლობა უშუალოდ ჩემს გუნდს ერთსულოვნებისთვის, ერთგულებისთვის. მირიან მერცხალაძეს, გიორგი გაბაიძეს და გუჯა ხაბაძეს.
P.S. უმორჩილესად გთხოვთ პოლიტიკურ ტრიბუნად ნუ გამოიყენებთ ამ სტატუსს. ვისაც ჩვენი გჯერათ, უბრალოდ, წარმატებები გვისურვეთ".
3-თვიანი ბოიკოტის შემდეგ პარტია „მოქალაქეების" ლიდერებმა ალექსანდრე ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა „ქართულ ოცნებასთან" 29 იანვარს გააფორმეს მემორანდუმი და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. 54 ოპოზიციონერი დეპუტატი კვლავ ბოიკოტს უცხადებს საკანონმდებლო ორგანოს.
საქართველოს პარლამენტმა 2 თებერვალს არ დააკმაყოფილა ოპოზიციიდან არჩეული 51 დეპუტატის მიმართვა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31084767.html
#ახალი_ამბები
#twitter