ლიბიაში დაპატიმრებული პრიგოჟინის პოლიტტექნოლოგი კომის რესპუბლიკის არჩევნებში იყრის კენჭს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ლიბიაში დაპატიმრებული პოლიტტექნოლოგი, მაქსიმ შუგალეი, კომის რესპიბლიკის სახელმწიფო საბჭოს რეგიონულ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, როგორც პარტია „სამშობლოს“ სიის პირველი ნომერი.   მაქსიმ შუგალეი, სანქტ-პეტერბურგელი პოლიტტექნოლოგი მადაგასკარის საპრეზიდენტო არჩევნებში„პუტინის მზარეულად“ ცნობილი მაგნატის ევგენი პრიგოჟინის ინტერესებისათვის მუშაობდა. ლიბიის ხელისუფლებაში რუსეთის მოქალაქე ეჭვმიტანილია პრეზიდენტის არჩევნებში ჩარევის მცდელობაში. 2019 წლის გაზაფხულზე ლიბიის სამართალდამცველებმა დააკავეს პრიგოჟინის პოლიტიკური ტექნოლოგი, მაქსიმ შუგალეი, და მისი თარჯიმანი, სამერ ჰასან ალი სუეიფანი. ისინი დააკავეს ლიბიის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობის ბრალდებით. ორივე მას შემდეგ პატიმრობაში რჩებოდა ტრიპოლისთან ახლოს მდებარე ციხეში. გასული წლის ივლისში, მაქსიმ შუგალეის და კიდევ ერთი თანამშრომლის დაკავება დაადასტურა „ნაციონალური ინტერესების დაცვის ფონდმა“, რომლის თანახმად რუსები ატარებდნენ მხოლოდ სოციოლოგიურ გამოკვლევებს და არ ჩარეულან ლიბიის საარჩევნო პროცესში. ლიბიის პროკურატურის თანახმად, რუსი სპეციალისტები ცდილობდნენ შეხვედროდნენ საიფ ალ-ისლამ კადაფის, 2011 წელს მოკლული ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის ერთ-ერთ შვილს. პარტია „სამშობლოს“ მიერ პროგოჟინის პოლიტტექნოლოგ შუგალეის წამოყენება კანდიდატად არჩევნებში მონაწილეობისათვის, „მედუზის“ ინფორმაციით, შეთანხმებული რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტაციასთან. წყაროების მტკიცებით, პრიგოჟინის თანამშრომლები ფიქრობენ, რეგიონულ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დეპუტატის გათავისუფლება უფრო იოლი იქნება. https://www.radiotavisupleba.ge/a/30818727.html #ახალი_ამბები #twitter