აღდგა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტრომომარაგება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, აღდგა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარე მომარაგება ელექტროენერგიით. ეს განცხადება სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ გააკეთა 5 ნოემბერს, ორი დღის შემდეგ მას მერე, რაც რუსეთის იერიშებმა დააზიანა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები.
გროსის თქმით, 5 ნოემბრიდან გარე ელექტრომომარაგების ორივე ხაზი აღდგენილია და კვლავ ჩართულია.
მან ასევე გაიმეორა მოწოდება, რომ აუცილებელია აესის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნა: „მეტი დროის დაკარგვის უფლება არ გვაქვს. უნდა ვიმოქმედოთ, სანამ გვიან იქნება.“
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს რუსეთის ჯარები აკონტროლებენ მარტიდან მოყოლებული, მაგრამ ის უკრაინელი ინჟინრების მიერ იმართება. ოფიციალური პირები შეშფოთებას გამოხატავენ, რომ ბრძოლებმა კატასტროფული ავარია შეიძლება გამოიწვიოს ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურში.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32117254.html
Source: radiotavisupleba.ge