ჩეხეთი, უკანონო მიგრაციის თავიდან აცილების მიზნით, სლოვაკეთთან დროებით სასაზღვრო კონტროლს დააწესებს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

29 სექტემბრიდან ჩეხეთის პოლიცია შენგენის კოდექსის შესაბამისად ათდღიან სასაზღვრო კონტროლს იწყებს სლოვაკეთის საზღვარზე, რათა აღკვეთოს ქვეყანაში არალეგალი მიგრანტების შესვლა. ამის შესახებ გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" იუწყება პორტალ Euractivზე დაყრდნობით, რომელსაც ინფორმაცია ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაუდასტურა. "არალეგალური მიგრაციის თვალსაზრისით უპრეცედენტო ვითარებას განვიცდით. მხოლოდ 2022 წლის დასაწყისიდან პოლიციამ ჩეხეთში 11 000 არალეგალი მიგრანტი დააკავა", - განაცხადა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუშანმა. ჩეხეთის საზღვარს არალეგალი მიგრანტების გახშირებული რაოდენობა კვეთს, რომელთა უმეტესობა თურქეთიდან ევროკავშირში ჩასული სირიელები არიან. არალეგალურ მიგრაციასთან ერთად არის ორგანიზებული დანაშაული, მაგალითად, კონტრაბანდა, რომელიც ასევე გაიზარდა ბოლო პერიოდში. ამ პრობლემის გადასაჭრელად, შინაგან საქმეთა სამინისტრო უფრო მკაცრი სასჯელი ინიციატივით გამოდის, ვინც აქტიურად არის დაკავებული კონტრაბანდით. ამ ნაბიჯის შესახებ ჩეხეთის მთავრობამ მეზობელ ქვეყნებსა და ევროკომისარს შინაგან საქმეთა საკითხებში, ილვა იოჰანსონს, აცნობა. https://www.radiotavisupleba.ge/a/32053965.html

Source: radiotavisupleba.ge