პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ბიომოლეკულა, რომელიც COVID-19-ს მთლიანად ანეიტრალებს

Tbilisi Daily

აშშ-ში, პიტსბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს ბი­ო­მო­ლე­კუ­ლა, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად ანე­იტ­რა­ლებს კო­რო­ნა­ვირუ­სის ახალ შტამს. პიტსბურ­გის მე­დი­ცი­ნის სკო­ლის მკვლე­ვარ­თა მიგ­ნე­ბა­ზე სა­უ­ბა­რია ჟურ­ნალ Cell-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ან­გა­რიშ­ში, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ საქ­მე შე­ე­ხე­ბა შე­ნა­ერ­თს, რო­მე­ლიც სრუ­ლი ზო­მის ან­ტის­ხე­უ­ლებ­ზე 10-ჯერ უფრო მცი­რე ზო­მი­საა და მას COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რატ Ab8-ის შე­საქ­ნე­ლად იყე­ნე­ბენ. მეც­ნი­ე­რე­ბის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტი ეფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდა COVID-19-ის წი­ნა­აღ­მდეგ რო­გორც თე­რა­პი­უ­ლი, ასე­ვე პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით თაგ­ვებ­სა და ზა­ზუ­ნებ­ში. ცდა ჯერ მხო­ლოდ ცხო­ვე­ლებ­ზე ჩა­ტარ­და, თუმ­ცა მეც­ნი­ერ­თა თქმით, პრე­პა­რატს აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი და­იც­ვას კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან და ასე­ვე გან­კურ­ნოს უკვე და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბიც. “Ab8-ს არა მხო­ლოდ COVID-19-ის თე­რა­პი­ის პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს, არა­მედ შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი გა­მო­ყე­ნე­ბა იმ მიზ­ნით, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი არ და­ა­ვად­ნენ კო­რო­ნა­ვირუ­სით“, - ამ­ბობს კვლე­ვის თა­ნა­ავ­ტო­რი ჯონ მე­ლორ­სი. უფრო მეტი დე­ტა­ლი პრე­პა­რა­ტი­სა და ბი­ო­მო­ლე­კუ­ლის შე­სა­ხებ ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, თუმ­ცა მეც­ნი­ე­რე­ბი იმე­დი­ა­ნად არი­ან გან­წყო­ბილ­ნი. კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას მსოფ­ლი­ოს 2020 წლის 11 მარ­ტი­დან ებ­რძვის. ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ზე სხვა­დას­ხვა ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბენ, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა არ არ­სე­ბობს. ყვე­ლა­ზე დიდი იმე­დით ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შექ­მნილ ვაქ­ცი­ნას უყუ­რე­ბენ. მარ­თა­ლია, რამ­დე­ნი­მე დღის წინ აღ­ნიშ­ნულ ვაქ­ცი­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი შე­ჩერ­და, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე კვლე­ვა აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.