დარწმუნებული ვარ, რომ მალე ბოლნისსა და თეთრიწყაროშიც გაუქმდება კარანტინი -შ. რეხვიაშვილი

Marneuli Daily

ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი იმედოვნებს, რომ მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები მალე ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებშიც მოიხსნება, მარნეულის მუნიციპალიტეტის მსგავსად. ,,მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში დინამიკა ისე მიდის, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც შემსუბუქდება საკარანტინე რეჟიმი, ისევე როგორც თეთრიწყაროში, რადგან ამ დღეების განმავლობაში გავცელება ფიქსირდება მხოლოდ ბოლნისის ორ სოფელში, მუშევანსა და გეტაში, სადაც კონტროლირებადია ეს პროცესი. ბოლო მონაცემებით, 150 საკვლევი მასალიდან ყველაზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ იქაც უკან იხევს დაავადება. დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, იქაც თავისუფლად გადადგილების საშუალება მიეცემა მოსახლეობას, თუმცა ეს არის კიდევ ერთი დიდი გამოწვევა, რომ კიდევ უფრო ფრთხილად, კიდევ უფრო მეტი მონდომებით დავიცვათ რეკომენდაციები, ქცევის წესები და შევინარჩუნოთ ეს მონაპოვარი“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა. #მარნეული #თეთრიწყარო #ბოლნისი #marneulidaily