ნახეთ, შეგეხებათ თუ არა სესხის გადავადება შეზღუდვების პერიოდში
Tbilisi Daily
მაღაზიებში, მოლებსა და ბაზრობებზე დასაქმებულები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ,- ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ეს შეზღუდვა არის დაახლოებით 4-5 კვირა ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ-მიზნობრივ დახმარებას რომელიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის დახმარება პირველი ტალღის პერიოდზე – ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით.
ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ამ ხალხის აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად, რომელთანაც ისინი არიან დასაქმებული. ამ სამასლარიანი დახმარების გარდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ იმ ვალდებულებას, რომ თითოეულ იმ ადამიანს ვისაც გააჩნია საბანკო სესხი – ამ სექტორში დასაქმებულს, ამ სფეროდან, მიზნობრივად სახელმწიფო მიეხმარება სესხის გადავადებაში, “- განაცხადა გიორგი გახარიამ.