„თბილისის ზღვის ჰოსპიტალში“ კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142155
„თბილისის ზღვის ჰოსპიტალში“ „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარეხი ბექაიამ განაცხადა. მისი თქმით, კლინიკაში ამჟამად 54 პაციენტი იმყოფება.
„გუშინ 30 კვლევა ჩატარდა. 30-დან 26 პასუხი უარყოფითია და ოთხის კვლევა გრძელდება, ჯერ დასრულებული არ არის. დაწყებულია პაციენტების გადაყვანა კლინიკებში და საკარანტინო ზონებში“, – განაცხადა მარეხ ბექაიამ.
მისი თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია.
„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტები არ გვყავს. ბოლო ოთხი დღეა, ჩვენს კლინიკაში „კოვიდ“ დადებითი არც ერთი პაციენტი არ ყოფილა. ოთხის პასუხი დღეს იქნება. ახალი პაციენტებს ტესტების აღებაც დაიწყება. ღამით ხუთი პირი შემოიყვანეს“, – განაცხადა მარეხ ბექაიამ.