კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა მსოფლიოში 40 მილიონს გადააჭარბა
Tbilisi Daily
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 40 მილიონს გადააჭარბა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 40 050 902 შემთხვევა გამოვლინდა, 1 113 352 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 27 503 601 - გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 8 154 935 შემთხვევაა გამოვლენილი და 219 674 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.