"ყველაზე უარესი სცენარი ის იქნება, რომ ვაქცინამ გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს..."

Tbilisi Daily

მე­რი­ლენ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი მო­ჰა­მედ სა­ჯა­დი: კა­რან­ტი­ნის გა­რე­შეც ხალ­ხი ფრთხი­ლად უნდა იყოს და ინ­ტე­რაქ­ცი­ე­ბი შე­ზღუ­დოს, გან­სა­კუთ­რე­ბით და­ხუ­რულ სივ­რცე­ში. რამ­დე­ნი­მე თვის წინ AMBEBI.GE-ს მე­რი­ლენ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის სკო­ლის მკვლე­ვა­რი, ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის პრო­ფე­სო­რი, მო­ჰა­მედ სა­ჯა­დი სა­კუ­თა­რი კვლე­ვის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც კო­რო­ნა­ვირუსს სე­ზო­ნუ­რო­ბა ახა­სი­ა­თებს, ე.ი. გან­სა­კუთ­რე­ბით ვრცელ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და ტე­ნი­ა­ნო­ბის პი­რო­ბებ­ში. ამ­ჟა­მად, COVID-19-ის მე­ო­რე ტალ­ღას­თან მსოფ­ლი­ოს "შერ­კი­ნე­ბის" ეტაპ­ზე სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ­დე­ნად და­დას­ტურ­და სე­ზო­ნუ­რო­ბის თე­ო­რია და სხვა რა ფაქ­ტო­რე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა ინ­ფექ­ცი­ას­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბის გა­სუ­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში - ამ თე­მებ­ზე მეც­ნი­ე­რი მო­ჰა­მედ სა­ჯა­დი AMBEBI.GE-ს კვლავ ესა­უბ­რე­ბა. - ბა­ტო­ნო მო­ჰა­მედ, რამ­დე­ნი­მე თვის წინ ვი­სა­უბ­რეთ კო­რო­ნა­ვირუ­სი­სა და თქვე­ნი კვლე­ვის შე­სა­ხებ, რამე ახა­ლი კვლე­ვა ხომ არ ჩა­გი­ტა­რე­ბი­ათ ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში? - ახა­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი და კვლე­ვე­ბი არ გვაქვს, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია ძვე­ლე­ბის გა­და­ხედ­ვაც. ჩემს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუს­ზე სხვა­დას­ხვა ას­პექ­ტით ვმუ­შა­ობთ - ამ­ჟა­მად, უმე­ტე­სად ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის რე­აქ­ცი­ით და კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბით ვართ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი.- დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან, შე­გიძ­ლი­ათ თქვათ, რომ თქვე­ნი თე­ო­რია ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და ტე­ნი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ, რო­გორც კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ის გან­მსა­ზღვრელ ფაქ­ტორ­ზე, გა­მარ­თლდა? - დიახ, ეს კარ­გი კი­თხვაა. მა­ინც ვფიქ­რობ, რომ ეს თე­ო­რი­აა, არ ვთვლი, რომ 100% -ით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რად­გან ჩვენ ჯერ კი­დევ ეპი­დე­მი­ის, უფრო სწო­რედ, პან­დე­მი­ის ძა­ლი­ან ად­რე­ულ ეტაპ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბით. მო­ნა­ცე­მე­ბის ორი ტიპი არ­სე­ბობს, რო­მელ­თა გა­და­ხედ­ვაც შე­საძ­ლე­ბე­ლია: პირ­ვე­ლია ამა თუ იმ გე­ოგ­რა­ფი­ულ არე­ალ­ში ინ­ფექ­ცი­ის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა მა­შინ, რო­დე­საც კლი­მა­ტი იც­ვლე­ბა; მე­ო­რე, ალ­ბათ, ამა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის უფრო სუფ­თა გზა ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, ცხო­ვე­ლებ­ში ინ­ფექ­ცი­ა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბაა ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და ტე­ნი­ა­ნო­ბის შეც­ვლის პა­რა­ლე­ლუ­რად. ეს გა­კეთ­და გრი­პის შემ­თხვე­ვა­ში, მაგ­რამ ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუს­ზე ჯერ არ გა­კე­თე­ბუ­ლა. ვფიქ­რობ, უამ­რა­ვი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს იმის სათ­ქმე­ლად, რომ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე და ტე­ნი­ა­ნო­ბა­ზე თე­ო­რია სწო­რია, მაგ­რამ ვიდ­რე ამ მო­ნა­ცე­მებს არ ვნა­ხავ, ვამ­ბობ, რომ ეს ჯერ­ჯე­რო­ბით და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლი თე­ო­რი­აა. - თქვით, რომ ამ­ჟა­მად კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის მოქ­მე­დე­ბა­სა და ან­ტის­ხე­უ­ლებს შე­ის­წავ­ლით. ამა­ზე უფრო დე­ტა­ლუ­რად რისი თქმა შე­გიძ­ლი­ათ? - ერთ-ერთი გზა, რომ­ლი­თაც ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლი სხვა­დას­ხვა, ბაქ­ტე­რი­ე­ბის­გან, ვირუ­სე­ბის­გან და პა­რა­ზი­ტე­ბის­გან გა­მოწ­ვე­ულ და­ა­ვა­დე­ბას ებ­რძვის, ან­ტის­ხე­უ­ლე­ბია. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ერთი მი­ზა­ნია, სხე­ულ­მა ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი წარ­მოქ­მნას, მე­ო­რე კი ისაა, რომ ორ­გა­ნიზ­მი იმახ­სოვ­რებს ამა თუ იმ ვირუს­სა და ბაქ­ტე­რი­ას, შემ­დეგ კი, რო­დე­საც მას ისევ აღ­მო­ა­ჩენს, ​​უფრო სწრა­ფად იმოქ­მე­დებს. სა­კი­თხი, რო­მელ­თან გამ­კლა­ვე­ბა­საც ამ­ჟა­მად ვცდი­ლობთ, ისაა, თუ რამ­დენ ხანს გრძელ­დე­ბა ეს რე­აქ­ცია კო­რო­ნა­ვირუს­ზე - მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე თვე, 6 თვე, წე­ლი­წა­დი? ასე­ვე, გვაქვს თუ არა გან­მე­ო­რე­ბი­თი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა? ბევ­რი ინ­ფექ­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­დე­გად ორ­გა­ნიზ­მი ან­ტის­ხე­უ­ლებს სა­მუ­და­მოდ წარ­მოქ­მნის - ამის­თვის მხო­ლოდ ერთხელ და­ინ­ფი­ცი­რე­ბაა საკ­მა­რი­სი, ხან­და­ხან კი რამ­დე­ნი­მე ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბა, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის წარ­მოქ­მნას და მათ სხე­ულ­ში დარ­ჩე­ნას ათწლე­უ­ლე­ბის ან მთე­ლი სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მაგ­რამ კო­რო­ნა­ვირუ­სის - ყვე­ლა­ზე ცოტა, COVID-19-ის "ბი­ძაშ­ვი­ლე­ბის" (ვი­ნა­ი­დან ვი­ცით, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის კი­დევ 4 სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობს) შემ­თხვე­ვა­ში ვი­ცით, რომ ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა არ გრძელ­დე­ბა; ამი­ტომ ამა­ზე უკვე ვფიქ­რობთ, სწო­რედ ეს არის ამ და­ა­ვა­დე­ბის პო­ტენ­ცი­უ­რი პრობ­ლე­მა. - თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ვი­ცით, რომ COVID-19-ით მე­ო­რედ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თია... - მარ­თა­ლია, ეს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, თუმ­ცა იშ­ვი­ა­თია. უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ჯერ კი­დევ პან­დე­მი­ის ად­რე­ულ ეტაპ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბით - ის არ­სე­ბი­თად, იან­ვარ­ში და­ი­წყო, ჩი­ნე­თი­დან და­ი­წყო გავ­რცე­ლე­ბა დე­კემ­ბერ­ში, და­ნარ­ჩენ სამ­ყა­როს კი თე­ბერ­ვალ­ში, მარტსა და აპ­რილ­ში მო­ე­დო - ეს სულ რა­ღაც ექ­ვსი თვეა, რაც ად­რეა. და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვი­სა ან ერთი წლის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლია მეტი რამ ვი­ხი­ლოთ, მა­გა­ლი­თად ის, რომ მეტ­მა ადა­მი­ან­მა და­კარ­გოს იმუ­ნი­ტე­ტი. სწო­რედ ესაა კი­დევ ერთი სა­კი­თხი, რა­ზეც მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა. - მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუ­სის უკვე მე­ო­რე ტალ­ღას ებ­რძვის, მიმ­დი­ნა­რე წე­ლი­წად­მა თით­ქმის მთლი­ა­ნად პან­დე­მი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბის მცდე­ლო­ბებ­ში ჩა­ი­ა­რა. რა ვის­წავ­ლეთ ამ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე­თი, რაც არ ვი­ცო­დით რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ეპი­დე­მი­ის და­სა­წყის­ში? - ვფიქ­რობ, კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია და­სა­წყის­ში­ვე მი­ვი­ღეთ - ვირუ­სის გე­ნო­მის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი იყო იან­ვრის თვე­ში, ტეს­ტე­ბი იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში დამ­ზად­და. ამ­ჟა­მად კი­დევ შეს­წავ­ლის ეტაპ­ზე ვართ, რო­გორც ვირუ­სის, ისე - მას­ზე რე­აქ­ცი­ი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის. ასე რომ ვფიქ­რობ, ად­რე­უ­ლი დღე­ე­ბის შემ­დეგ, ახლა უკვე გვაქვს მკურ­ნა­ლო­ბის რამ­დე­ნი­მე მე­თო­დი ან პო­ტენ­ცი­უ­რი თე­რა­პი­ე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სის­თვის, რო­მელ­თა შე­სა­ხებ და­სა­წყის­ში არ ვი­ცო­დით. მა­გა­ლი­თად, აშშ-ს სურ­სა­თი­სა და წამ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ახ­ლა­ხანს და­ამ­ტკი­ცა, რომ მე­დი­კა­მენ­ტი "რემ­დე­სი­ვი­რი" ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბულ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია ან რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლოა ეს წა­მა­ლი, ჯერ კი­დევ და­სად­გე­ნია; ასე­ვე, არ­სე­ბობს სხვა თე­რა­პი­ე­ბი და ვფიქ­რობ, მკურ­ნა­ლო­ბის კი­დევ სხვა, ახა­ლი მე­თო­დე­ბიც მალე გა­მოჩ­ნდე­ბა. - კი­თხვა­ზე, თუ რო­დის შე­იძ­ლე­ბა, ვი­ხი­ლოთ COVID-19-ის ვაქ­ცი­ნა, პა­სუ­ხე­ბი გან­სხვავ­დე­ბა - ზო­გის თა­ნახ­მად, ეს წლის ბო­ლომ­დე მოხ­დე­ბა, სხვე­ბი კი მომ­დევ­ნო წლის გა­ზა­ფხუ­ლამ­დე ვაქ­ცი­ნე­ბის გა­მო­ჩე­ნას გა­მო­რი­ცხა­ვენ. ამა­ზე რა იქ­ნე­ბა თქვე­ნი პა­სუ­ხი და რო­გორ ფიქ­რობთ, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ყვე­ლა­ზე ცუდი და კარ­გი სცე­ნა­რე­ბი ამ თვალ­საზ­რი­სით? - აშშ-ში გვი­თხრეს, რომ შე­საძ­ლოა, ვაქ­ცი­ნა რამ­დე­ნი­მე თვე­ში ან წლის ბო­ლომ­დეც ვი­ხი­ლოთ. თუმ­ცა, ეს ალ­ბათ ეტა­პობ­რი­ვად მოხ­დე­ბა - თავ­და­პირ­ვე­ლად, მას ჯან­დაც­ვის მუ­შა­კე­ბი ან მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ მყო­ფი პი­რე­ბი მი­ი­ღე­ბენ ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის სა­კი­თხის გამო. რო­დე­საც ვაქ­ცი­ნა გვაქვს, ის­მის კი­თხვა, თუ რო­გორ უნდა მი­ვა­წო­დოთ მი­ლი­ო­ნო­ბით მათ­გა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბას არა მხო­ლოდ აშშ-ში, არა­მედ - მთელ მსოფ­ლი­ო­ში, რა­საც დრო სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ, ვაქ­ცი­ნა მზად ხვა­ლაც რომ იყოს, აშშ-ს მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბის­თვის ის, რო­გორც თქვით, გა­ზა­ფხუ­ლამ­დე არ იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ყვე­ლა­ზე ცუდი სცე­ნა­რია ის, რომ ვაქ­ცი­ნამ ნა­წი­ლობ­რივ ან სრუ­ლად არ იმოქ­მე­დოს, ან ნა­წი­ლობ­რივ იცავ­დეს, მაგ­რამ დაც­ვამ რამ­დე­ნი­მე თვე­ზე მეტი ხანი არ გას­ტა­ნოს - ჩემი აზ­რით, ეს რე­ა­ლის­ტუ­რად ცუდი სცე­ნა­რია. თუმ­ცა, თუ ნამ­დვი­ლად ყვე­ლა­ზე უა­რეს სცე­ნარ­ზე ვი­სა­უბ­რებთ, ასე­თი იქ­ნე­ბა ის, რომ ვაქ­ცი­ნამ გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს. მაგ­რამ არა მგო­ნია, ისე­თი ვაქ­ცი­ნა დამ­ტკიც­დეს, რო­მელ­საც უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბი ექ­ნე­ბა, რად­გან ეს ვაქ­ცი­ნის კვლე­ვე­ბის და­სა­წყის­ში ყო­ველ­თვის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი სა­კი­თხია. - სა­ქარ­თვე­ლოს ბრძო­ლა კო­რო­ნა­ვირუს­თან თავ­და­პირ­ვე­ლად საკ­მა­ოდ და­დე­ბი­თად შე­ფას­და, თუმ­ცა ბოლო ხა­ნე­ბია, ყო­ველ­დღი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა თით­ქმის 2000-ს აღ­წევს. თქვენ რას ურ­ჩევ­დით ქვე­ყა­ნას, იქ­ნე­ბო­და ხე­ლა­ხა­ლი სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნი სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი ამ ვი­თა­რე­ბი­დან? - თვალ-ყურს ვა­დევ­ნებ­დი მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს, ვიცი, რომ პირ­ველ­მა ტალ­ღამ, რო­მელ­მაც ირანს, თურ­ქეთ­სა და თქვენს მე­ზო­ბელ სომ­ხეთ­საც კი და­არ­ტყა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მსუ­ბუ­ქად ჩა­ი­ა­რა. მაგ­რამ ახლა რე­გი­ონ­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში, შემ­თხვე­ვა­თა რი­ცხვი იზ­რდე­ბა. რა­ტომ არის ასე - ვფიქ­რობ, რომ აქ სე­ზო­ნუ­რო­ბის სა­კი­თხია პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რა­ზეც ადრე ვი­სა­უბ­რეთ. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეს რე­ა­ლუ­რია, მა­შინ ვი­თა­რე­ბა მომ­დევ­ნო კვი­რე­ბის ან ერთი თუ ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ მოგ­ვარ­დე­ბა; ეს პი­რო­ბე­ბი გვექ­ნე­ბა მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­ზა­ფხუ­ლამ­დე და თა­ნაც, თქვენ­თან მო­სახ­ლე­ო­ბის დო­ნე­ზე ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ იმუ­ნი­ტე­ტი არ არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, რად­გან აქამ­დე გავ­რცე­ლე­ბა ფარ­თო არ იყო - ეს კი­დევ და­მა­ტე­ბი­თი პრობ­ლე­მაა. სხვა სა­კი­თხია დაღ­ლი­ლო­ბა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი "ლო­ქ­და­უ­ნით" გა­და­ი­ღალ­ნენ. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი აზ­რით ყვე­ლა ეს ფაქ­ტო­რი იმოქ­მე­დებს და კონ­ტროლს გა­არ­თუ­ლებს. ვფიქ­რობ, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში კონ­ტრო­ლი "ლო­ქ­და­უ­ნის" გა­რე­შე გა­გი­ჭირ­დე­ბათ, მაგ­რამ რაც ხალ­ხს შე­უძ­ლია გა­ა­კე­თოს, პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბაა - სწო­რედ ესაა უპირ­ვე­ლე­სი ინ­სტრუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ახლა გვაქვს, რომ­ლის ტა­რე­ბაც ხელს უწყობს ხალ­ხის დაც­ვას და ეხ­მა­რე­ბა ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბას. ვფიქ­რობ, კა­რან­ტი­ნის გა­რე­შეც ხალ­ხი ფრთხი­ლად უნდა იყოს და ინ­ტე­რაქ­ცი­ე­ბი შე­ზღუ­დოს, გან­სა­კუთ­რე­ბით და­ხუ­რულ სივ­რცე­ში. ჩემი აზ­რით, მომ­დევ­ნო პე­რი­ო­დი მძი­მე იქ­ნე­ბა. - სა­წოლ­ფონ­დი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის შე­ზღუ­დუ­ლო­ბის გამო მსოფ­ლი­ო­ში და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხი ამ­ჟა­მად ისაა, თუ რო­გორ­მა კო­ვიდ­და­დე­ბით­მა პა­ცი­ენ­ტმა უნდა იმ­კურ­ნა­ლოს სახ­ლში და რო­მე­ლი სიმპტო­მე­ბის პა­ცი­ენ­ტმა უნდა გა­აგ­რძე­ლოს მკურ­ნა­ლო­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში... - კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის ფორ­მის რამ­დე­ნი­მე გზა არ­სე­ბობს - და­დე­ბი­თი პა­ცი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა უსიმპტო­მოა ან მი­ნი­მა­ლუ­რი სიმპტო­მე­ბი უვ­ლინ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად: სი­ცხე, შემ­ცივ­ნე­ბა, სი­სუს­ტე, შე­იძ­ლე­ბა, ხვე­ლე­ბაც. თუმ­ცა პა­ცი­ენ­ტე­ბის ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბის მი­ზე­ზი მა­შინ დგე­ბა, რო­დე­საც საქ­მე­ში ფილ­ტვე­ბია ჩარ­თუ­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა პნევ­მო­ნია ვი­თარ­დე­ბა. ნი­შა­ნი, რო­მელ­ზეც ყვე­ლა­ზე მე­ტად ვდარ­დობთ, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბაა, ასე რომ, თუ სუნ­თქვა გი­ჭირთ, - აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა ხვე­ლა, შე­იძ­ლე­ბა ახ­ვე­ლებ­დეთ, - მაგ­რამ თუ სუნ­თქვა გი­ჭირთ, ეს და­მა­ტე­ბით უნდა შე­ფას­დეს. ამას­თა­ნა­ვე, ზოგს სის­ხლში ჟანგბა­დის სა­ზო­მი სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, ეს პა­ტა­რა მან­ქა­ნაა, რომ­ლი­თაც თქვენს სის­ხლში ჟანგბა­დის მაჩ­ვე­ნე­ბელს ამოწ­მებთ. თუ ის და­ბა­ლია, - 90-92% -ზე ნაკ­ლე­ბი, ეს ნიშ­ნავს, რომ ფილ­ტვებ­ზე ძლი­ე­რი წნე­ხია და და­ნარ­ჩენ ორ­გა­ნო­ებ­ში მოხ­ვედ­რის­თვის საკ­მა­რი­სი ჟანგბა­დი არ არის - ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მყოფ­მა პა­ცი­ენ­ტმა მკურ­ნა­ლო­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უნდა გა­აგ­რძე­ლოს.