კონკურსის გამარჯვებული ნაზ ახმედოვა იძულებით ქორწინებაზე

Marneuli Daily

კონკურსის გამარჯვებული ნაზ ახმედოვა იძულებით ქორწინებაზე „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ (NCCE) მიერ საქართველოს მასშტაბით რეგიონებში სკოლის მოსწავლეებისთვის გამოცხადებული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული მარნეულის ზემო სარალის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნაზ ახმედოვაა. კონკურსის მიხედვით, მონაწილეებს ძალადობის მსხვერპლისთვის უნდა მიეწერათ წერილი, რომლითაც მის მიმართ ემპათიას, მხარდაჭერას გამოხატავდნენ და თავიანთ რჩევებს გაუზიარებდნენ. ნაზ ახმედოვა წერილში სკოლის მოსწავლის მშობლების მხრიდან ძალით ქორწინებაზე, პოლიციელის ჩარევაზე და საბოოლოდ გოგოს გამარჯვებაზე წერს. ის ამბობს, რომ ქორწინების შესახებ გადაწყვეტილება თვითონ გოგომ უნდა მიიღოს. "როგორც ყოველთვის, გოგონების მოტაცება, იძულებითი ქორწინება ისევ აქტუალირია. ეს შემთხვევები ზოგისთვის შეიძლება ნორმალური მოვლენად ჩაითვალოს. მოტაცებული გოგოზე შაბლონურ სიტყვებს იმეორებენ, რა ვქნათ, ბედნიერები იყვნენ, უკვე მოსახდენი მოხდა, გარკვეული დროის შემდეგ მიეჩვევა, შეუყვარდება, ოჯახი და შვილები ეყოლება, ყველაფერი დაავიწყდება და ბედნიერად გააგრძლებს ცხოვრებასო. არა, ეს არასწორია. როცა მომტაცებელი საკუთარი ბედნიერებისთვის აკეთებს ამას, იმაზე უნდა იფიქროს, რომ ამით სხვას აუბედურებს. როგორც ბიჭს აქვს ოცნებები, სურვილები, ისე მოტაცებულ გოგოს აქვს ოცნებები. არც ერთი ქალი არ უნდა გახდეს ძალადობის მსხვერპლი. თვალი არ უნდა დავხუჭოთ ქალების მიმართ ასეთ უსამართლობაზე, ყოველთვის მათ გვერდით უნდა ვიყოთ და მხარი დავუჭიროთ. ჩვენი ზოგი უფროსის დარიგების გამო, ჩვენს ბავშვებს ოცნებებზე უარი არ უნდა ვათქმევინოთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი განათლებაა, ჯერ საკუთარი თავი უნდა განვავითაროთ. კი, არიან გოგოები, რომლებიც ადრეულ ასაკში თავისი გადაწყვეტილებით განათლების თავს ანებებენ და ოჯახს ქმნიან, პატივს ვცემ მათ არჩევანს. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება მაშინ უნდა მივიღოთ, როცა მზად ვართ, სხვის ზეწოლით, ძალადობით კი - არა! გოგოებს აუცილებლად განათლება უნდა მივცეთ", - ვკითხულობთ წერილში. #ნაადრევიქორწინება #მარნეული # MarneuliDaily წყარო : ფანჯარა #ახალიამბები