სოფელ დავითიანში ბაღის შენობა დაიწვა, სადაც დევნილები ცხოვრობენ

Zugdidi Daily

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანში საბავშვო ბაღის ყოფილი შენობა დაიწვა. აქ აფხაზეთიდან დევნილები წლებია ცხოვრობენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია. ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია, თუმცა ძლიერი ქარის გამო მისი ლიკვიდაცია გართულდა. რაც შეეხებათ საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩენილ დევნილებს, მერიის ინფორმაციით, მათ პროგრამით გათვალისწინებული დახმარება გაეწევათ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ხანძარი #ახალიამბები #დევნილები #zugdididaily წყარო: რადიო ათინათი