წინასწარი შეფასებით, აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა

Tbilisi Daily

წინასწარი შეფასებით, აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა,- ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოს საშუალო რეალური ზრდა უარყოფითია და -5.6%-ს შეადგენს. „წინასწარი შეფასებით, აგვისტოში ივლისთან შედარებით მდგომარეობა მართალია უმნიშვნელოდ, მაგრამ გარკვეულწილად გაუმჯობესდა. სახეზე გვაქვს ეკონომიკის 5.3%-იანი ვარდნა. შესაბამისად, პირველი 8 თვის საშუალო რეალური ზრდა -5.6%-ია“, - აღნიშნა თოდრაძემ. მისივე თქმით, კლების ტენდენცია თითქმის ყველა სექტორში გამოვლინდა სამთომოპოვებითი მრეწველობის გარდა.