მოხალისეობრივ ჯგუფს რაჭის ოდების პოპულარიზაციისთვის დახმარება სჭირდება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რაჭის სათემო ორგანიზაციამ რაჭის ოდების პოპულარიზაციისთვის ფოტოპროექტის გაკეთება გადაწყვიტა. ორგანიზაცია გეგმავს, რომ დაამზადოს ვებგვერდი, სადაც რაჭული ოდების ფოტოებს განათავსებენ და მათი ისტორიების შესახებ მოუყვებიან ვიზიტორებს. მათ ჯამში 5 ათასი ლარი სჭირდებათ, საიდანაც 2,5 ლარის მოგროვების შემთხვევაში დარჩენილ თანხას "ორბელიანიმეტი" დაუმატებს.
"ამ საქმიანობაში სათემო ორგანიზაციების წევრები მოხალისეობრივად ჩაერთვებიან. სარგებლიანობა ისაა, რომ ფოტოდოუმენტირება მოხდეს და ადამიანები დაინტერესდნენ რაჭის ოდებით. რაჭაში ბევრი ადამიანი ჩამოდის, მაგრამ არ იციან, რომ ასეთი რამ არსებობს, არც მარშრუტია", - უხსნის პროექტის მიზანს რადიო თავისუფლებას სათემო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ეთო არსანიძე.
ისვე ყვება, რომ 5 ათასი ლარი, რომლის შეგროვებაც უნდათ ფოტოგრაფის დაქირავებისთვის, ვებგვერდის დამზადებისთვის და საწვავის ხარჯისთვის არის საჭირო.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30714231.html
#ახალი_ამბები
#twitter