თეთრი სახლის აპარატის უფროსს კორონავირუსი დაუდასტურდა

Tbilisi Daily

თეთრი სახლის აპარატის უფროსს, მარკ მიდოუსს, კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში ერთი თვის წინ გადაიყვანეს და რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს. აშშ-ში კორონავირუსის 10 მილიონამდე შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 236 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.