თურქეთში ავტოავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

Tabula

თურქეთში, ტრაბზონში ავტოავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 40 წლის მოქალაქე, რომელიც ტრაილერს მართავდა. ტრაბზონში საქართველოს გენერალური კონსულის, გელა ჯაფარიძის თქმით, გარდაცვლილი საქართველოში დღეს, 6 დეკემბერს გადმოასვენეს.  http://www.tabula.ge/ge/story/183555-turqetshiavtoavariassaqartvelos-moqalaqe-emsxverpla