ბრაზილიაში კორონავირუსის 10 220 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - 309 გარდაიცვალა

Tbilisi Daily

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 10 220 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 309 პაციენტი. შესაბამის მონაცემებს „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის ხუთი მილიონ 113 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, 150 998 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით, ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ასევე, ქვეყანა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ მესამე ადგილზეა.